ბოლო სიახლეები

ISO- სერტიფიკატის ფლობა ბრენდის პრესტიჟსა და სანდოობაზე მეტყველებს ივნისი 3, 2016

ISO- სერტიფიკატის ფლობა ბრენდის პრესტიჟსა და სანდოობაზე მეტყველებს.

ISO არის არა წარსულის შეფასება ან ჯილდო დამსახურებისთვის, არამედ სამომავლოდ გაცემული სერტიფიკატი.. ISO სერტიფიკატი არის, ერთის მხრივ, დიდი დაფასება და, მეორეს მხრივ, უდიდესი პასუხისმგებლობა, რადგან ხარისხის კონტროლი მუდმივად მიმდინარეობს _ ყოველწლიურად ხორციელდება როგორც გეგმიური, ასევე არაგეგმიური შემოწმება _ აუდიტორები პერიოდულად სტუმრობენ კომპანია „კოდას“ და ამოწმებენ, რამდენად შეესაბამება კომპანიის მუშაობა დადგენილ სტანდარტებს. .გუშინ დასრულდა აუდიტირების პროცესი, უნდა აღვნიშნო, რომ ამ ამოცანას წარმატებით გავართვით თავი. დღეს შეგვიძლია კიდევ ერთხელ, დასაბუთებულად დავარწმუნოთ მომხმარებელი, რომ ყველა პროცესი, რაც ხორციელდება კომპანიაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია.
მთავარი ჩვენთვის კვლავაც მომხმარებლის ინტერესებია და ამ ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ, რადგან თუ მომხმარებელი არ გახლავთ კმაყოფილი, ISO სერტიფიკატზე საუბარიც ზედმეტია. ჩვენი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ საუკეთესო ხარისხის უსაფრთხო ქათმის ხორცპროდუქტები და კვერცხი, რადგან ჩვენთან პროფესიონალიზმი და მაღალი ხარისხი პრიორიტეტი გახლავთ. ამ დამოკიდებულებისა და პრინციპების ერთგულება კი, კიდევ ერთხელ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადებითად შეფასდა... 
„კოდა“გისურვებთ ჯანსაღ დღეს კოდას უსაფრთხო პროდუქტთან ერთად!

დასაქმების ფორუმი სექტემბერი 24, 2014

2014 წლის 20 სექტემბერს კომპანია“კოდამ“ მონაწილეობა მიიღო სოციალური მომსახურეობის სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმში.აგრარულ სექტორში წარმოდგენილი იყო მხოლოდ ჩვენი კომპანია. ამიტომ ვიზიტორთა რაოდენობა იყო საკმაოდ ბევრი.კომპანიის წარმომადგენლები გაესაუბრნენ ჩვენი საქმიანობით დაინტერესებულ სამუშაოთა მაძიებლებს.

ქველმოქმედება მარტი 18, 2013

ქველმოქმედება ფონდ "იავნანასთან" ერთად

ჩვენი პროდუქცია

რეცეპტი

მოვხარშოთ ქათმის ბულიონი, დავუმატოთ მარილი...

კვერცხი - ანტიოქსიდანტების უნივერსალური წყარო

კვერცხი - ანტიოქსიდანტების უნივერსალური წყარო

ჩვენს შესახებ

შ.პ.ს " პოულტრი ჯორჯია" - "კოდა"  დაარსდა 2002 წლის 1 ივნისს ქ. თბილისის :მეფრინველეობის სანაშენე რეპროდუქციის" ბაზაზე ქართული
კაპიტალით. წარმოებული პროდუქციის გარანტირებული მაღალი ხარისხით, მოქნილი და ოპერატიული მენეჯმენტით "კოდა"-მ სულ მოკლე ხანში მოიპოვა მომხმარებელთა ნდობა და აღიარება. "კოდა"-ს წარმოებული ქათმის ხორცპროდუქტები და სუფრის კვერცხი, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ყოველდღიური კვების რაციონის უცვლელ ნაწილად იქცა.